წიგნის პლატფორმა

„წიგნის პლატფორმა" წარმოაგდენს ორგანიზაცია „Next Page Foundation"-ისპროექტს, რომელიც თანამშრომლობს შემდეგ ორგანიზაციებთან: სომხეთის ლიტერატურული ფონდი (სომხეთი), გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია (სომხეთი), საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია (საქართველო), გამომცემელთა ფორუმი (უკრაინა). პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამა". პროექტის იდეა „აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურული პროგრამის" საერთო მიზანს შეესატყვისება, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის მდგრად განვითარებაში კულტურის როლის ზრდას, აგრეთვე რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის საჯარო ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, აკადემიურ ორგანიზაციებსა და ევროკავშირს შორის. „წიგნის პლატფორმა" შემდეგი ორნახევარი წლის მანძილზე წიგნის სექტორს სომხეთში, საქართველოსა და უკრაინაში იმ გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება, რომლის წინაშეც საგამომცემლო საქმიანობა, მწერლობა და მთარგმნელობითი საქმიანობა დგას.

;xNLx;რატომ წიგნების პლატფორმა?;xNLx;;xNLx;კულტურისა და კომერციის განსაკუთრებული სიმბიოზი საგამომცემლო სფეროს ერთერთი მთავარი მახასიათებელია. წიგნის სექტორის სიჯანსაღის ხარისხი ისეთ ფაქტორთა კომბინირებაშია ფორმირებული, რომლებიც ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ ზრდას, ასევე რეგულირების არსებულ ჩარჩოებს მოიცავენ, მაგრამ ამავე დროს მასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ აგრეთვე ადამიანის განვითარების ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა მაგალითად წიგნიერება, განათლება და მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როგორც კულტურულ ინდუსტრიას, ძლიერი წიგნის გამოცემას შეუძლია წვლილი შეიტანოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და დასაქმების მაჩვენებლების ზრდაში, მაგრამ ის აგრეთვე შემოქმედებითობის, კრიტიკული აზროვნების, ინფორმირებული საზოგადოების დებატების - საბოლოო ჯამში - საზოგადოების უფრო მეტი დემოკრატიულობის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. წიგნის სექტორში მოღვაწე შემოქმედები, მწარმოებლები და გამავრცელებლები მთელს მსოფლიოში ერთსა და იმავე გამოწვევებს აწყდებიან, რაც მოიცავს კითხვის ჩვეულების შეცვლას, კონკურენციას მასმედიისაგან ახალი ტექნოლოგიების მიმართ, საფრთხეებს ლინგვისტური მრავალფეროვნების მიმართ. განვითარებად და ტრანზიტულ ქვეყნებში კი, ამ ყველაფერს თან ახლავს აგრეთვე ინფრასტრუქტურის სიმცირე, შესაბამისი საზოგადოებრივი პოლიტიკის უქონლობა და შეზღუდული ენობრივი ბაზარი.;xNLx;

2012-01-01 13:45:45

Project kick-off

Over the next two and a half years the book sectors in Armenia, Georgia and Ukraine will be getting a helping hand in overcoming the challenges that publishing, writing and translating faces today. The project is for everybody that is professionally involved and concerned about the future of the book.

2012-03-26 13:45:45

წერა მომავლისთვის

წერა მომავლისთვის: სტრატეგიული აზროვნება და სახსრების მოძიება სალიტერატურო და საგამომცემლო, 26-28 მარტი 2012, თბილისი, თანათავმჯდომარეობდნენ Sue Kay (დიდი ბრიტანეთი)

2012-04-15 21:42:26

უკრაინულიდან 12 სხვადასხვა ენაზე გაკეთებული თარგმანების შესწავლა (1991 წლიდან დღემდე)

აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების ეხება უკრაინული ენებიდან გაკეთებულ თარგმანებს სხვადასხვა ენებზე 1991 წლიდან დღემდე. თითოეული კვლევა მოიცავს ტექსტს, რომელიც აღწერს თარგმანის ისტორიას და ამჟამინდელ მდგომარეობას განსაკუთრებულ ენათა კომბინაციებს შორის, აგრეთვე გამოცემების ბიბლიოგრაფიას. ტექსტები ამოწმებენ გამომცემლების, მთარგმნელების, ღონისძიებებისა და ინსიტუციების როლს შესაბამის ენებს შორის კულტურული და ლიტერატურული კავშირების მდგრადობის საკითხში თარგმანების მეშვეობით და ასევე სამომავლო რეკომენდაციებსაც იძლევიან.

2012-04-15 21:42:26

სომხურიდან 12 სხვადასხვა ენაზე გაკეთებული თარგმანების შესწავლა (1991 წლიდან დღემდე)

აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების სერია, რომელიც ეხება სომხური ენებიდან გაკეთებულ თარგმანებს სხვადასხვა ენებზე 1991 წლიდან დღემდე. თითოეული კვლევა მოიცავს ტექსტს, რომელიც აღწერს თარგმანის ისტორიას და ამჟამინდელ მდგომარეობას განსაკუთრებულ ენათა კომბინაციებს შორის, აგრეთვე გამოცემების ბიბლიოგრაფიას. ტექსტები ამოწმებენ გამომცემლების, მთარგმნელების, ღონისძიებებისა და ინსიტუციების როლს შესაბამის ენებს შორის კულტურული და ლიტერატურული კავშირების მდგრადობის საკითხში თარგმანების მეშვეობით და ასევე სამომავლო რეკომენდაციებსაც იძლევიან.

2012-04-15 21:42:26

ქართულიდან 12 სხვადასხვა ენაზე გაკეთებული თარგმანების შესწავლა (1991 წლიდან დღემდე)

აქ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევების სერია, რომელიც ეხება ქართული ენებიდან გაკეთებულ თარგმანებს სხვადასხვა ენებზე 1991 წლიდან დღემდე. თითოეული კვლევა მოიცავს ტექსტს, რომელიც აღწერს თარგმანის ისტორიას და ამჟამინდელ მდგომარეობას განსაკუთრებულ ენათა კომბინაციებს შორის, აგრეთვე გამოცემების ბიბლიოგრაფიას. ტექსტები ამოწმებენ გამომცემლების, მთარგმნელების, ღონისძიებებისა და ინსიტუციების როლს შესაბამის ენებს შორის კულტურული და ლიტერატურული კავშირების მდგრადობის საკითხში თარგმანების მეშვეობით და ასევე სამომავლო რეკომენდაციებსაც იძლევიან.

2012-06-01 00:00:00

წიგნის გამომცემლობა როგორც წამყვანი კულტურული ინდუსტრია კვლევა: სომხეთი

თემები: თარგმანები; ქვეყნები: სომხეთი

2012-06-01 00:00:00

კითხვის პოპულარობისა და კითხვის ჩვევების პოლიტიკა კვლევა: სომხეთი

თემები: კითხვის პროგრამა; ქვეყნები: სომხეთი

2012-06-01 00:00:00

კითხვის პოპულარობისა და კითხვის ჩვევების პოლიტიკა კვლევა: საქართველო

თემები: კითხვის პროგრამა; ქვეყნები: საქართველო მკითხველთა კვლევა საქართველოს საგამომცემლო სექტორში ერთ-ერთი პირველი ფართომაშტაბიანი პროექტია. აღნიშნული კვლევის მიზანია წიგნის მკითხველთა და მყიდველთა კვლევა მათი მოთხოვნილებების, ჩვევებისა და შეხედულებების გათვალისწინებით. კვლევის შედეგად გამოიკვეთა ბევრი ისეთი ტენდენცია, რომელიც პირველ რიგში საინტერესო იქნება წიგნის გამომცემლებისათვის.

2012-06-15 00:00:00

წიგნის გამომცემლობა როგორც წამყვანი კულტურული ინდუსტრია კვლევა: საქართველო

თემები: გამოცემები; ქვეყნები: საქართველო

2012-06-15 00:00:00

წიგნის გამომცემლობა როგორც წამყვანი კულტურული ინდუსტრია კვლევა: უკრაინა

თემები: გამოცემები; ქვეყნები: უკრაინა

წიგნის პლატფორმა

Launch
Copy this timeline Login to copy this timeline 3d Game mode